ირაკლი კობახიძე: მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად სუფთად, ყველა მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს აბსოლუტურად სუფთად, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც მთელ რიგ სფეროებში თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციას – ჩვენ არ დავუშვებთ არცერთ შემთხვევას, რომ რაიმე კორუფციული მოხდეს და ამაზე თვალი დახუჭოს ხელისუფლებამ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და დაპირება საზოგადოების წინაშე

ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც მთელ რიგ სფეროებში თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად სუფთად.

„ჩვენ ჩამოვთვალეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა საქართველოს მთავრობის მხრიდან და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად სუფთად. ყველა მინისტრი, მთავრობის მთელი შემადგენლობა, მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს აბსოლუტურად სუფთად. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც მთელ რიგ სფეროებში თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციას და ეს მაგალითები ჩამოვთვალე.

როგორც წინა დებატება ამ ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით საბოლოოდ დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, დღევანდელმა ჩვენმა დებატებმაც დაადასტურა, რომ კორუფციასთან დაკავშირებით მთავრობის მოქმედი შემადგენლობის მიმართ შენიშვნები არ არსებობს. არ არსებობს არცერთი ფაქტი კორუფციასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა და შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ოპონენტებს. ჩვენი მიზანი ეს იყო, იქნებ ჩვენ სადმე გაგვეპარა კორუფციული ფაქტი მთავრობის საქმიანობაში. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რისიც გვჯეროდა, რომ არცერთი კორუფციული ფაქტი არ არსებობს. ამ 2 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ კონკრეტული საქმიანობის პრინციპები, კონკრეტული პრაქტიკა მთელი რიგი მიმართულებებით, არ არსებობს კორუფციის არცერთი ფაქტი. რა თქმა უნდა, ასე ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც. ერთი ფაქტი წარმოადგინონ ნებისმიერ დროს და იქვე გვექნება რეაგირება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ჩვენ არ დავუშვებთ არცერთ შემთხვევას იმისა, რომ რაიმე კორუფციული  მოხდეს და ამაზე თვალი დახუჭოს ხელისუფლებამ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და დაპირება საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები