ბრიტანული ინტერნეტგამოცემა ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და არტ ფესტივალს ვრცელ სტატიას უძღვნის

“სათაურით -„ბათუმის შავის ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი – საქართველოს კულტურული ფანჯარა ევროპაში” ბრიტანული ინტერნეტგამოცემა „Emerging Europe“ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და არტ ფესტივალს ვრცელ სტატიას უძღვნის (https://emerging-europe.com/after-hours/batumi-black-sea-music-and-art-festival-georgias-cultural-window-to-the-world/?fbclid=IwAR0YshDTrlCSlBOgqE1sS1AyD8LatVR_01-ZOtd3B9H6tp1zXSe5qpqpwag)”,-ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალზე ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი არტისტები უკვე შვიდი წლის განმავლობაში იკრიბებიან და მათ აქ მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევათ.

ფესტივალი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის მიერ შეიქმნა, როგორც ახალგაზრდა მუსიკოსების წარმოჩენის საშუალება და ასევე, როგორც კლასიკური მუსიკის აუდიტორიამდე მიტანის გზა, ურომლისოდაც შესაძლოა, ამ შესანიშნავ ხელოვანთა აღმოჩენა ვერ მოხერხებულიყო.

“თავიდანვე, ფესტივალის მისია იყო ახალგაზრდა, ქართველი ტალანტების ხელშეწყობა, მათი განსხვავებულობის ჩვენება და ასევე, მათთან ხელმისაწვდომობა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის. ძალიან ბევრ ადამიანს სურს კულტურის აღმოჩენა და ფესტივალი მათ ამაში ეხმარება“, – ეუბნება Emerging Europe-ს ბოლქვაძე, რომელიც 2015 წლიდან იუნესკოს „მშვიდობის ხელოვანია“.

მისივე თქმით, ხელოვნების რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამდე მიტანის სურვილი არის იმის მიზეზი, რომ ფესტივალი იმართება ბათუმში, შავი ზღვის კურორტზე და არა თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. ცნობისათვის, ბოლქვაძის დედა ბათუმელია.

“ეს არის შვებულებების პერიოდი. ადამიანები შვებულებას ზღვის სანაპიროზე ატარებენ და დიდი დრო აქვთ, იმისთვის, რომ მოვიდნენ ფესტივალზე და ისიამოვნონ მუსიკით. ბათუმში ზაფხულში არის განსაკუთრებული ატმოსფერო, ადამიანები მშვიდად არიან. მე ბავშვობაში ზაფხულს აქ ვატარებდი“, ამბობს ელისო ბოლქვაძე.

ასევე დადებითი ფაქტორია ბათუმის ინფრასტრუქტურა. ბოლქვაძე უთითებს უამრავ შესანიშნავ სასტუმროზე, რომელთა შეთავაზებაც ბათუმს შეუძლია. ერთადერთი პრობლემა აქ მოხვედრაა, რასაც ქალაქის ყველა სტუმარი აღიარებს.

„ჩვენ უფრო მეტი პირდაპირი რეისები გვჭირდება“, – ამბობს ქართველი პიანისტი.

ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლქვაძე ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკებსაც აწყობს.

„ჩვენ ეს ორი წლის წინ წამოვიწყეთ. როგორც იუნესკოს ხელოვანისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს ამ ბანაკებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომლებიც განათლების სამინისტროსთან ერთად შეიქმნა. ჩვენ ვაერთიანებთ ასობით 12–17 წლის ახალგაზრდას მთელი საქართველოდან, რომელთაც შეუძლიათ აღმოაჩინონ ხელოვნება, მუსიკა და კულტურა. ისინი მონაწილეობენ სემინარებში და შეუძლიათ ფესტივალზე დასწრება. ეს არის მათთვის საშუალება, აღმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები“, -აცხადებს ხელოვანი.

ფესტივალზე რეგულარულად იწვევენ წამყვან უცხოელ მუსიკოს-შემსრულებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბევრი მათგანი ახალგაზრდა მუსიკოსებს მასტერკლასებსაც სთავაზობს.

“ეს მასტერკლასები სტიმულს აძლევს ახალ ტალანტებს, რომ გაიფართოონ ცოდნა და შეხედულებები მუსიკის სფეროში. ყველაზე ნიჭიერები მიწვეული იქნებიან საზღვარგარეთ და მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გალა კონცერტებში “, – ამბობს ბოლქვაძე.

გარდა ამისა, ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი წარმოადგენს მუსიკის დღესასწაულს, იმის შეხსენებას, რომ არაფერი აახლოებს ადამიანებს და ერებს მუსიკაზე და ხელოვნებაზე მეტად. ელისო ბოლქვაძე, რომელთან საუბარიც ძალიან სასიამოვნოა და რომელიც სავსეა სურვილით, გამოიყენოს მუსიკა მსოფლიოში სიკეთის დამამკვიდრებელ ძალად, არის ფესტივალის იდეალური პერსონა და მუსიკის, იუნესკოს და საქართველოს უნაკლო ელჩი.

“კლასიკური მუსიკის ბგერები სცდება ბათუმს ამ შესანიშნავი 10 დღის განმავლობაში და აცოცხლებს ბახის, ბეთჰოვენის, სენ-სანსის, შოპენის, რაველის და ბევრი სხვა კომპოზიტორის შედევრებს“, – ამბობს მუსიკოსი და აღნიშნავს, რომ ფესტივალზე ადგილი ქართული ხალხური მუსიკისთვისაც არის. ქართული პოლიფონიური სიმღერა – იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი უნიკალური, ფასდაუდებელი ტრადიცია – არის ფესტივალზე წარმოდგენილი მხოლოდ ერთ-ერთი ადგილობრივი ელემენტი. ის ყოველთვის წარმოჩენილია, როგორც ეროვნული განძი. ფესტივალი აჟღერებს და მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისო კულტურულ ინტეგრაციას“, აცხადებს ელისო ბოლქვაძე.

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი წელს 1–10 სექტემბერს გაიმართება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფესტივალის ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები