მოსკოვი საქართველოსთვის 253 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას არ აპირებს – პესკოვი
მოსკოვი არ გეგმავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილების შესრულებას, რომელიც საქართველოს 2008 წლის მოვლენების შემდეგ 253 მილიონი ევროს გადახდას გულისხმობს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ჩვენ გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ”, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
კითხვაზე, უშვებდა თუ არა ის, რომ გადახდამ შესაძლოა, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების დათბობას ხელი შეუწყოს, პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი “ამას ცალკე თემად, ცალკე საკითხად განიხილავს”.