პაატა სალია: ნიკა გვარამია არხზე მუშაობას არ გააგრძელებს

0

ნიკა გვარამია არხზე მუშაობას არ გააგრძელებს, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი გაცილებით კონსტრუქციულ რეჟიმში შედგა.

“შეხვედრა შედგა ბევრ ადამიანთან, რომელიც ამ ტელევიზიაში მუშაობს. ვფიქრობ, რომ საუბარი გუშინდელთან შედარებით გაცილებით კონსტრუქციულ რეჟიმში გაიმართა. გარანტია კონტრაქტის არსებობას არ არის. მოვისმინე პოზიცია წერილობითი განცხადების სახით, რომელიც ენჯეო სექტორს ეკუთვნის, გავეცნობი მათ მოთხოვნებს. ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს კი ან არა-ს ფორმით, ჯერ არ მისაუბრია ქიბარ ხალვაშთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. გავეცნობი საკითხებს და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. ის რომ ფინანსური პრობლემები არსებობს არ არის ახალი. კომპანიას აქვს ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობა და ჩვენ ვმუშაობთ პრობლემების გადაჭრების გზებზე”,- განაცხადა პაატა სალიამ.

მან პასუხი გასცა ჟურნალისტების კითხვას ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

“ნიკა გვარამია ტელევიზიაში მუშაობას არ გააგრძელებს და გიორგი გაბუნიას საკითხი არ დასმულა, ის გადაწყვეტილება რომ 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე , ამან საზოგადოებაში კონსენსუსი გამოიწვია”,- აღნიშნა პაატა სალიიამ.

კომენტარები

კომენტარი