საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის – ხმელთაშუა ზღვის სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
კონკრეტულად რომელ ქალაქში დაფიქსირდა ეპიცენტრი და მოჰყვა თუ არა მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა ან მსხვერპლი, ჯერჯერობით, უცნობია.