ია მეტრეველი: ვულოცავ სრულიად საქართველოს, ევროსასამართლოს ამ სამართლიან გადაწყვეტილებას

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2-ისა“ და ვაზაგაშვილების საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეხმაურება.
შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს, ევროსასამართლოს ამ სამართლიან გადაწყვეტილებას! ასევე, ვაზაგაშვილების ოჯახს. დიდი ტკივილით მინდა, ბატონ იურის მივულოცო, რომ მისი ბრძოლა, რომელსაც სიცოცხლე შესწირა, დღეს გამარჯვებით დასრულდა. იმედი მაქვს, ასევე დასრულდება ყველა ის უსამართლობა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის განაყოფ “ევრონაცებთან” ერთად ახორციელებს ჩვენს ქვეყანაზე და მიეცემა ქვეყანას სიმშვიდისა და განვითარების საშუალება, ბოლოს და ბოლოს“, – წერს ია მეტრეველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულსა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ისა“ და ვაზაგაშვილების საქმეებზე გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა. „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. „რუსთავი 2-ს“ შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. სასამართლომ ვაზაგაშვილების სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები