“ისანში, სამშენებლო ობიექტზე უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირდება”

“თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, ობიექტზე, სადაც გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა, სამშენებლო სამუშაოები ორი თვის წინ, გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განახლდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებასთან დაკავშირებით მიეცა მითითება.
“თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, ობიექტზე, სადაც გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა, მშენებლობა შეჩერებული იყო ექვსი წლის მანძილზე და სამშენებლო სამუშაოები ორი თვის წინ, გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განახლდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ ობიექტის შემოწმება მოხდა ჯერ კიდევ სამუშაოების განახლებამდე და, შემოწმების შედეგად, აღნიშნულ ობიექტს მიეცა მითითება უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებასთან დაკავშირებით, რომელიც მშენებელმა გამოასწორა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
​უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, პირველადი მონაცემებით, სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, რის გამოც დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა და მომხდარის შესახებ დეტალური მოკვლევა მიმდინარეობს.
​ცნობისათვის, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებლობაზე დაღუპული მამაკაცი 16 წლისაა. ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დილით მშენებარე ობიექტის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
წყარო: “პირველი არხი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები