ბიძინა ივანიშვილი: მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის აქტიურობა მისასალმებელი იქნება. როგორც მან პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძის მოსვლის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, კარგია, თუ მოსახლეობას მეტი არჩევნის საშუალება ექნება.
„კარგია, მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს, რაც შეიძლება, უფრო მეტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “თი-ბი-სი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები