მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროკომისიის ახალ პრეზიდენტთან მჭიდრო თანამშრომლობას ელოდება.
„სიხარულით ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უფრო მეტად წინ წავწიოთ და გავაძლიეროთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები. ვისურვებდი მეტი მიზნის მიღწევას ჩვენს ურთიერთობებში!”, – ნათქვამია მამუკა ბახტაძის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები