გიორგი კალანდია: სულ მეღიმება იმათზე დღეს, რომ დემოკარტიას “იცავენ” მაშინ კი ავტომატით დარბოდნენ ან პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული, მაშინ ვერაფერს ხედავდნენ, მათ შორის ადამიანების ქუჩებში ხოცვას

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ახალი სკანდალური ფილმის შესახებ აანონსებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“ეს არის ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მიტინგზე მხეცურად მოკლული 21 წლის ლევან თაქთაქიშვილის უკანსკნელი ფოტო, ეს ამბავი და ფოტო მაშინ ვაშინგტონ ტაიმსმა დაბეჭდა, საქართველოში კი იატაკქვეშეთში გამომავალმა ერთადერთმა გაზეთმა “საქართველოს სამრეკლომ”. მას შემდეგ ამ ამბავზე “მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი” უფლებადამცველები, მწერლები, ჟურნალისტები, ექსპერტები დუმან! თუმცა ისტორიაში არაფერი იმალება…. სულ მალე ჩვენი არქივის საშუალებით მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს გაჩვენებთ იმ საშინელი სიმხეცეების შესახებ… რომელსაც მაშინდელი დემოკრატიული ხელისუფლება ქმნიდა. ჰო კიდე სულ მეღიმება იმათზე დღეს, რომ დემოკარტიას “იცავენ” მაშინ კი ავტომატით დარბოდნენ ან პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული, მაშინ ვერაფერს ხედავდნენ, მათ შორის ადამიანების ქუჩებში ხოცვას,”- წერს კალანდია და ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები