ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ზელენსკი ელჩებს შეცვლის, ცნობილია

უკრაინული მედიისთვის იმ ქვეყნების ჩამონათვალი გახდა ხელმისაწვდომი, სადაც უკრაინის ელჩები შეიცვლება.
არსებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდმირ ზელენსკი ელჩებს შეცვლის შვეიცარიაში, კვიპროსზე, არგენტინაში, აშშ-ში, იორდანიაში, სომხეთში, სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში, ვიეტნამში, ვატიკანსა და სხვა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ უკრაინის პირველი პირი, ამ ეტაპზე, სულ 12 ელჩს შეცვლის.
ამასთან, როგორც „კვირას“ საქართველოში უკრაინის საელჩოში განუცხადეს, მათთვის, ჯერჯერობით, უცნობია, მოხდება თუ არა ელჩის, იგორ დოლგოვის ჩანაცვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები