რუსმა ჰაკერებმა ბულგარეთის შემოსავლების სამსახურზე მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელეს

რუსმა ჰაკერებმა ბულგარეთის ეროვნული შემოსავლების სამსახურზე მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელეს, მოპოვებული ინფორმაცია კი  რუსული ელექტრონული ფოსტის, „იანდექსის“ მეშვეობით გაავრცელეს.
ბულგარეთის შს მინისტრის, მლადენ მარინოვის ვარაუდით, თავდასხმა ბულგარეთის გეგმას უკავშირდება, შეიძინოს აშშ-სგან 8 ბომბდამშენი Lockheed Martin F-16, რომელთა საერთო ღირებულებაა $1,256 მილიარდი.
„ეს კიბერშეტევის პირველი წარმატებული შემთხვევაა. ბულგარელების შესახებ უამრავმა ინფორმაციამ გაჟონა. შეიძლება პოლიტიკური ანალიზის გაკეთება – ელექტრონული ფოსტა რუსულ საიტს უკავშირდება, გუშინ კი  F-16-ის შეძენის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა მარინოვმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოპარულია 1,1 მლნ პირადი მონაცემი.
გარდა ამისა, ჰაკერებმა ელექტრონული წერილი დატოვეს, რომელშიც WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის გათავისუფლებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები