ჩეჩნეთში თვითმფრინავი კერძო სახლს დაეცა

ჩეჩნეთში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი კერძო სახლს დაეცა, დაშავებულია ოთხი ადამიანი.
ინციდენტი გამთენიისას მოხდა.
ავიაკატასტროფის შედეგად დაშავდა პილოტი, ორი ქალი და ერთი მცირეწლოვანი.
შემთხვევას  ხანძარი არ მოჰყოლია, თუმცა სახლი ნაწილობრივ დაინგრა.
რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები