ფოთის-სენაკის გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ფოთის-სენაკის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

 წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილი „ოპელის“ ტიპის მანქანას შეეჯახა. დაშავდნენ „ოპელის“ მძღოლი და მგზავრი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები