დაშავებულია 13 ადამიანი, ორი მძღოლი და ტურისტები – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ჯამში 13 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი, მძღოლები, საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები.

ყველაზე მძიმეა 3 და 5 წლის ბავშვების მდგომარეობა, რომელთა მშობლები ავარიის შედეგად დაიღუპნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებს ჩაუტარდათ ოპერაცია მუცლის ღრუში და სავარაუდოდ ორივე მათგანს თბილისში გაიყვანენ რეანომობილით, რადგან ბავშვებს მიღებული აქვთ თავის ტრავმაც.

დაშავებული ტურისტებიდან ერთ-ერთს ამჟამად ოპერაციას უკეთებენ.

დაშავებულები ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და ქობულეთის რეგიონულ ცენტრში, „ევექსის“ კლინიკაში იმყოფებიან.

ქობულეთში, დაშავებულებთან იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

ავარია ქობულეთში, რომელსაც ორი ტურისტის, ცოლ-ქმარის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 ივლისს მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. შსს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები