„არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, რუსეთს საქართველოს ისტორია უნდა გავაცნოთ“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთმა არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, უნდა გაიცნოს საქართველოს ისტორია.

ხუნდაძემ ასევე თქვა, რომ რუსეთს საქართველოს ისტორია უნდა გააცნოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ, ისტორიკოსებმა და საზოგადოებრივი ცნობიერება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც უნდა ამაღლდეს.

„ჩვენი ამ მხრივ მუშაობა უნდა იყოს აქტიური. არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, გავაცნოთ საქართველოს ისტორია. ამაში უნდა ჩაერთონ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ დარგის სპეციალისტები ,ისტორიკოსები და საზოგადოებრივი ცნობიერება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც უნდა ამაღლდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები