ანრი ოხანაშვილი: ე.წ. ოპოზიციას არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა არ აქვს, არც სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე ზრუნავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ოპოზიციას არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა არ აქვს და არც სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე ზრუნავს. მისივე თქმით, ამ ადამიანებს არ აქვთ იმისი უფლება, რომ მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს საზოგადოების ნდობა ჰქონდეს. ​

„ცინიზმის საოცარ პიკს მიაღწია ე.წ. ოპოზიციამ. ეს ადამიანები არათუ გმობენ იმ ძალადობრივ ქმედებებს, რაც 20 ივნისს პარლამენტის შეჭრის დროს ხორციელდებოდა, არამედ ბოდიშსაც არ იხდიან იმ საზოგადოების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, ვინც დაზიანდნენ რუსთაველის გამზირზე. ისინი ცინიზმით, ირონიითა და პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევიან, აანონსებენ, თურმე ეს ყოფილა „საშვების რევოლუცია“, 10 ტყუილი და ა.შ. ჯერ რა ტერმინოლოგიით საუბრობენ. რა გახსენდებათ ვინმე კაკო ბობოხიძის მხრიდან, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკაშია, რით დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას თავი, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იღებს ხელფასს? რატომ აქვთ ამ ადამიანებს უფლება, რომ ენდოს საზოგადოება მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს? ეს არის სრული მასკარადი, ეს არის ცინიზმის მწვერვალი, ამ ადამიანებს არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა არ აქვთ, არც სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე ზრუნავენ. მათთვის მთავარია, ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაცია, რამე ფორმით სცადონ რევანში და ხელისუფლებაში მოსვლა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები