ვლადიმერ კონსტანტინიდი გახარიას განცხადებას 20 ივნისს ელჩების პარლამენტის შენობაში ყოფნის შესახებ არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი არ ადასტურებს შს მინისტრის გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ქვეყნის ელჩი 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა.

მისი თქმით, მსგავსი რამ საგარეო უწყების ეგიდით არ ყოფილა.

„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ,”- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები