არჩილ თალაკვაძე გერმანიის ბუნდესტაგის ვიცესპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა” მონაწილეობს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტს, კლაუდია როთს შეხვდა.
არჩილ თალაკვაძემ და კლაუდია როთმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები შეაფასეს და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა განათლების, ბიზნესის, გარემოს დაცვის, გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობაზე.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, პარლამენტის როლსა და დღის წესრიგს. ხაზი გაესვა პროპორციულ არჩევნებსა და მის როლს პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა იყო. კლაუდია როთმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, საერთაშორისო თანამეგობრობამ ხმა აიმაღლოს ოკუპაციის წინააღმდეგ.
მისივე შეფასებით, შთამბეჭდავია, რომ დაძაბული რეგიონული ვითარებისა და ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო წარმატებით აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებასა და სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტს გერმანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები