ურსულა ფონ დერ ლაიენი შოტლანდიაში დონალდ ტრამპს შეხვდება
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კვირას შოტლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ისინი „განიხილავენ ტრანსატლანტიკურ სავაჭრო ურთიერთობებს და იმას, თუ როგორ შეგვიძლია მათი სიმტკიცის შენარჩუნება“.
„აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, გადავწყვიტეთ შოტლანდიაში კვირას, 27 ივლისს შევხვდეთ და სავაჭრო ურთიერთობები განვიხილოთ, ევროკავშირსა და ამერიკას შორის. გვაინტერესებს, რამდენად იქნება მისი მტკიცედ შენარჩუნების შესაძლებლობა“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებების პროგრესისა და ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სატარიფო დავაში ანტი-იძულებითი ზომების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.