„თბილისი არენაზე“ ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა

საქართველო ისტორიაში პირველად ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „თბილისი არენაზე“ მსოფლიოს პირველობის ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

„გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აბდელმონემ ელ-ჰუსეინმა მიმართეს.

დღეს წარმატებით იასპარეზა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. ფინალში მან ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა. ის პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტურნირში 120 ქვეყნის 1205 ქალი და მამაკაცი მოფარიკავე მონაწილეობს. ჩემპიონატი დაშნაში, რაპირასა და ხმალში მიმდინარეობს; ასპარეზობები როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებს მოიცავს. მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები