აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ დაინტერესებულია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრით.
მან ეს განცხადება შოტლანდიაში ვიზიტამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ეს აუცილებლად მოხდება. ასეთი შეხვედრა 3 თვის წინ უნდა ჩატარებულიყო“, – თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.
ცნობილია, რომ შოტლანდიაში ვიზიტის დროს ტრამპი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება. ვიზიტის მთავარი მიზანი ვაშინგტონსა და ლონდონს შორის სავაჭრო შეთანხმების განხილვაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შოტლანდიაში ვიზიტს 29 ივლისს დაასრულებს.