რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთისა და ევროპის მშვიდობიანი თანაარსებობის პირობა დაასახელა
მხოლოდ ქრისტიანობა შეიძლება იყოს რუსეთსა და ევროპას შორის მშვიდობის საფუძველი, – ამის შესახებ ეკლესია-საზოგადოებისა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ყიფშიძემ, საერთაშორისო მედიაჯგუფ „Russia Today“-ს პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ რუსეთსა და ევროპაზე ვსაუბრობთ, ის, რასაც ჩვენ საერთაშორისო მშვიდობასა და ჰარმონიას ვუწოდებთ, მხოლოდ საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობის აღიარებასა და ამ მემკვიდრეობასთან დაბრუნებაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული. რაც უფრო მეტად შორდებიან დასავლეთ ევროპის ქვეყნები თავიანთ ქრისტიანულ მემკვიდრეობას, რომელიც ყველა ჩვენგანის საერთო მემკვიდრეობაა, მით უფრო რთულია, სამწუხაროდ, საერთაშორისო მშვიდობისა და ჰარმონიის ერთმანეთთან შერწყმა. რადგან ქრისტიანობის გარდა არ არსებობს სხვა წებო, რომელსაც შეუძლია მშვიდობიანი თანაარსებობისთვის გარკვეული პირობების შექმნა“, – აღნიშნა მან.