“მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ჟამმა „ნაცმოძრაობაში“, როდესაც გაიგეს, რომ „მეგობარი აქტი“ და მისი განხილვა შეჩერდა” – მაჭარაშვილი
“მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ჟამმა „ნაცმოძრაობაში“, როდესაც გაიგეს, რომ „მეგობარი აქტი“ და მისი განხილვა შეჩერდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკასთან ნელ-ნელა დაიწყება გადატვირთვის რეჟიმი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს თავად ამერიკის ინტერესებშიც არის. სწორედ ამიტომ არის, რომ დაიბლოკა ჯანსაღი ძალების მხრიდან ამერიკაში ეს ე.წ. „მეგობარი აქტი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
ის აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„რასაც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია აცხადებს, ეს არის ოჯახური ღირებულება, ეს არის პარტნიორობა, ეს არის სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში ჩაურევლობა და ა.შ. ამის საწინააღმდეგო საკითხები წერია ამ აქტში“, – ამბობს მაჭარაშვილი.