„მის განცხადებას წონა არ აქვს“ – ტრამპი მაკრონის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმა, სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.
„რასაც ის ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა. ის ძალიან კარგი ბიჭია. მე მომწონს, მაგრამ ამ განცხადებას წონა არ აქვს“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი რეგიონში მშვიდობის დამყარების იმედით, სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.