Reuters-ის ცნობით, ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის მცდელობა ჩაშალა

2022 წელს ამერიკელმა მეწარმემ ილონ მასკმა გასცა ბრძანება, რომელმაც ჩაშალა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა და შეარყია კიევის ნდობა Starlink-ის მიმართ, – ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„მასკმა SpaceX-ის კალიფორნიის ოფისის უფროს ინჟინერს უბრძანა, ხერსონის რეგიონში Starlink-ის ინტერნეტ პროვაიდერისთვის დაფარვა შეეწყვიტა, რომლის დაბრუნებასაც უკრაინა ცდილობდა“, – იტყობინება სააგენტო.

„როიტერსის“ ცნობით, მასკის გადაწყვეტილებამ Starlink-ის გამორთვის შესახებ სხვა ტერიტორიებზეც იმოქმედა, მათ შორის დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ნაწილზე.

მასკის გადაწყვეტილებამ ზოგიერთი თანამშრომელი შოკში ჩააგდო და ფაქტობრივად შეცვალა ბრძოლის ველი, რამაც ბიზნესმენს საშუალება მისცა, „ომის შედეგები საკუთარ ხელში აეღო“, – განაცხადა საკითხთან დაკავშირებულმა სამმა პირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები