ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები