სანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო

თბილისში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ის პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავე, რომელმაც ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მათივე ცნობით, საქართველო ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. მასში მონაწილეობას 120 ქვეყნის 1205 სპორტსმენი იღებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები