იოანე აბალაკმა და გიორგი ზურაბაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედლები მოიპოვეს
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძიუდოისტი გიორგი ზურაბაშვილი (-90 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა, იოანე აბალაკმა (+90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი მედალია: ვერცხლის მედალი ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს პრიზიორები კი საბა ბოლქვაძე (-50 კგ), ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ) და გიორგი მუმლაძემ (-81 კგ) გახდნენ.
21-იდან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 15 სახეობის ასპარეზობებში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.
ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.