ლევან ნიკოლეიშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: ეს განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას

“ეს განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას,”- ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, „დღის ქრონიკაში“ ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არ ჯდება მათ გემოვნებაში ერთი მიზეზიდან გამომდინარე – ჩვენი ქვეყანა არ გახდა „დიფ სთეითის“ მორჩილი.

„ ეს განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. განცხადება წავიკითხე და დავიბენი, რა უნდა ამ განცხადების ავტორს, რისი თქმა უნდა?! მიზეზი გასაგებია, რომ საქართველოზე ჩირქის მოცხება უნდათ, მათ შორის ხელისუფლებაზე, რომელიც ლეგიტიმურად არის არჩეული.
თუ კიბერუსაფრთხოება არის ის საფრთხე, რაც რუსეთიდან მოდის, მაშინ ამ მიმართულებაზე უნდა გვესაუბროს ბრიტანეთის საელჩო. რა შუაშია კიბერუსაფრთხოება და რა შუაშია საქართველოს რაღაც პოზიცია, რომელიც მათ გემოვნებაში არ ჯდება ერთი მიზეზიდან გამომდინარე – საქართველო არ გახდა „დიფvსთეითის“ მორჩილი ქვეყანა“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს: „სამწუხაროდ, ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები