ტომაშ პეტრიჩეკი: პარტნიორ ქვეყნებს უფრო ამბიციური პერსპექტივები უნდა შესთავაზონ

„10 წლის წინ ევროკავშირმა პარტნიორობის განმტკიცებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო. მოდით გავიხსენოთ, რომ ეს მოხდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის განხორციელებიდან 10 თვის შემდეგ. ჩვენ მაშინ გავაცნობიერეთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში პარტნიორები გვჭირდებოდა, რომლებსაც დავეხმარებოდით და, ასევე, გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი პარტნიორების თავისუფლება პირდაპირ იყო დაკავშირებული ევროკავშირის თავისუფლებასთან”, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრიჩეკმა განაცხადა.
მან აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში მდგრადობის განმტკიცების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებით სამი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. პირველი ესაა უკვე მიღწეული შედეგების განმტკიცება, მეორე – მდგრადობის განვითარება პარტნიორ ქვეყნებში, რომელშიც მოიაზრება როგორც ეკონომიკური მდგრადობა, ისე სოციალური მდგრადობა. ასევე, განათლების პროგრამების განხორციელება იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოლო ჰიბრიდულ საფრთხეებს, განსაკუთრებით – დეზინფორმაციას, რაც მოითხოვს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას. და მესამე, ესაა უფრო ამბიციური პარტნიორებისთვის პერსპექტივების შეთავაზება”, – განაცხადა ტომაშ პეტრიჩეკმა.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველი სესიის ფარგლებში მომხსენებლებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” გასული 10 წელი შეაფასეს ევროკავშირის პერსპექტივიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები