გიორგი ღონიაშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

გიორგი ღონიაშვილს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. ღონიაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, გიორგი ღონიაშვილი გუშინ დააკავა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ღონიაშვილი დავით კეზერაშვილის კუთვნილ, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიების საშუალებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის კანონდარღვევით დაფინანსებაში მონაწილეობდა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საუბარია 760 ათას ამერიკულ დოლარზე, საიდანაც ნაწილი 2014 წლის მაისში ღონიაშვილმა ლონდონში, თბილისის მერის ყოფილი მოადგილის დავით ალავიძის შვილის ანგარიშზე გადარიცხა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ღონიაშვილს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები