„ყველამ, ვისაც ესკალაციის შესუსტება შეუძლია, ნაბიჯი უნდა გადადგას“- ჟორჟოლიანი რუსეთში „პატრიოტების“ მიერ დაგეგმილ ვიზიტზე

პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი, გია ჟორჟოლიანი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში დაგეგმილ ვიზიტის ეხმაურება.
„ყველამ, ვისაც შეუძლია, რომ ეს ესკალაცია შეასუსტოს და ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანოთ პრაგმატული ურთიერთობების ჭრილში, რასაც აქამდე ვახერხებდით, ვისაც შეუძლია ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა,   უნდა გადადგას”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„პატრიოტთა ალიანსის” წევრები უახლოეს დღეებში რუსეთში ჩავლენ. ამის შესახებ პარტიის ერთერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა.
„არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში. თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებულნი, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა. პროვოკატორებმა ქვეყანა უკან დახიეს და ეს პირველად არ ხდება… მაგრამ გამოსავალს, ღვთის წყალობით, კვლავ მოვძებნით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრების ვიზიტი მოსკოვში ჩვენს სამშობლოს საგრძნობ და ჩვენი მტრებისთვის შესაშურ სიკეთეს მოუტანს”, – წერს ინაშვილი.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები