“ვამაყობ იმით, რომ საქართველო მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების მაგალითად, მაგრამ ჩვენს რეგიონს სჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატების ისტორია”

“ვამაყობ იმით, რომ საქართველო მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების მაგალითად, მაგრამ ჩვენს რეგიონს სჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატების ისტორია და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო მეტი დრო, რესურსი და ძალისხმევა უნდა გავიღოთ ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დასაახლოებლად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს რეფორმების მხარდაჭერა და დაფასება იქნება გრძელვადიან ჭრილში რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ტრანსფორმაციის კატალიზატორი.
„ამ მიზნით კი ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ევროკავშირთან კიდევ უფრო აქტიურ ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრირებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ ევროკავშირიც მომავალშიც მხარს დაუჭერს პრინციპს „მეტი მეტისთვის”, რისთვისაც შემოგვთავაზებს კიდევ უფრო აქტიურ ინტეგრაციას ერთიანი ციფრული ბაზრის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, განათლებისა და სხვა სფეროებში, ასევე, შექმნის მობილობის მეტ შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები