თორნიკე რიჟვაძე: ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების ნათელი დემონსტრირება

ბათუმში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი იმყოფება. დონალდ ტუსკს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

„ვმასპინძლობთ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას. ბათუმის აეროპორტში მივიღეთ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ბატონი დონალდ ტუსკი. ღონისძიების ფარგლებში, ბათუმს სტუმრობს რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ კონფერენციის მნიშვნელობას. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურყევი არჩევანი, ევროპული მისწრაფებების კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

11-12 ივლისს ბათუმი უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” მასპინძლობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები