ურეკში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

ურეკში, ზღვაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო. მამაკაცი წყალში ოჯახთან ერთად იყო შესული, რა დროსაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა.

მყვინთავებმა მამაკაცი ვერ იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

მამაკაცის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებთ ერთ კილომეტრში წყალმა გამორიყა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები