პუტინი უკრაინაში 2014 წელს განვითარებულ მოვლენებში ქართველ სპეცრაზმელებს ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მან იცის 2014 წელს მაიდანზე განვითარებულ მოვლენებში ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ მან ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
მისივე თქმით, უკრაინის იმდროინდელ ხელისუფლებას, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არმია და იარაღი არ გამოუყენებია. ამასთან, როგორც პუტინმა ინტერვიუში აღნიშნა, იანუკოვიჩმა არაერთხელ განმარტა, რომ “მას თავში აზრადაც არ მოსვლია, მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინა, იმ ადამიანების წინააღმდეგაც კი, ვისაც უკვე იარაღი ჰქონდა აღებული ხელში”.
ინტერვიუში პუტინმა კატეგორიულად უარყო უკრაინის ექსპრეზიდენტის კავშირი სროლებთან. მისი მტკიცებით,   “ეს იმან გააკეთა, ვინც სახელმწიფო გადატრიალებისთვის მიზეზს ეძებდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები