საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი წიგნს დაწერს
საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ ვალერი ტრიელვეილერმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთად, გადაწყვიტა წიგნი დაწეროს თავის ცხოვრებაზე, – ამის შესახებ მან გაზეთ “Le Parisien”-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. ყოფილმა ლედიმ აღნიშნა, რომ მას და ოლანდს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულა ჰქონდათ დიდ პოლიტიკასთან და ელისეს სასახლეში ცხოვრებასთან დაკავშირებით. ვალერიმ ასევე დაამატა, რომ მან ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება მიიღო პირველი ლედის ფუნქციების შესრულების დროს. შეგახსენებთ, რომ ექსპირველი ლედი და ფრანსუა ოლანდი 2006 წლიდან ცხოვრობდნენ ერთად. მათი დაშორების მიზეზი კი ჟურნალ „CLOSER“-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია გახდა. გამოცემა წერდა, რომ პრეზიდენტს ბოლო ორი წელია სასიყვარულო ურთიერთობა აქვს მსახიონ ჟული გაიესთან.