ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე სოჭში ჯგუფი „ტატუ“ იმღერებს
რუსული პოპჯგუფი „ტატუ“ 7 თებერვალს ზამთრის ოლიმპიადის თამაშის გახსნაზე სოჭში იმღერებს, – ამის შესახებ ჯგუფის საკუთარ სოციალურ ქსელ “В Контакте”-ს გვერდზე დაწერეს. სხვა ინფორმაცია ჯგუფის გამოსვლასთან დაკავშირებით სოჭში არ გავრცელებულა. კიდევ რომელი მუსიკოსები იმღერებენ ოლიმპიადის გახსნაზე, დაზუსტებული არ არის. ოლიმპიადაზე ასევე გაჟღერდება ცნობილი მომღერლების: ჟანა ფრისკეს, ვლადიმერ პრესნიაკოვის, ვალერიას, ჯგუფ „კორნის“ და ალექსანდრ ბუინოვის ჰიტები.