შავ ზღვაში ნატო-სა და რუსეთის სამხედრო სწავლებები პარალელურად მიმდინარეობს

შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ორი სამხედრო სწავლება მიმდინარეობს. აშშ-უკრაინის ტრადიციული სამხედრო-საზღვაო მანევრები – Sea Breeze 2019 უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს, დღეს კი რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ამ მანევრების სიახლოვეს საკუთარი სამხედრო სწავლება დაიწყო.
Sea Breeze 2019-ში, აშშ-სა და უკრაინის გარდა, ნატო-ს სხვა სახელმწიფოების (დიდი ბრიტანეთი, კანადა, იტალია, თურქეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, დანია, ლატვია, ესტონეთი) გემები და თვითმფრინავები, ასევე, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების სამხედროები მონაწილეობენ. მთლიანობაში მანევრში მონაწილეობას 30 გემი, 30 საფრენი აპარატი და 900 სამხედრო პირი იღებს.
“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, რუსეთის მიერ დღეს დაწყებულ მანევრებში 10 გემი მონაწილეობს. მათი ძირითადი დეკლარირებული ამოცანა ნატო-ს მანევრებზე მეთვალყურეობაა. ამას გარდა, სწავლების ბოლო დღეს სარაკეტო და საარტილერიო სროლებს განახორციელებენ.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატო-ს სწავლებები მას საფრთხეს უქმნის და ამერიკელები ამ ტრადიციული მანევრებით შავ ზღვაში პოზიციების გამაგრებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები