ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უნარ-ჩვევებზე პროკურორებს ტრენინგი ჩაუტარდებათ

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უნარ-ჩვევების თემაზე პროკურორებისთვის ტრენინგი დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში სწავლებას 15 პროკურორი გაივლის. პროექტის მიზანია მონაწილეებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე გამოსვლის უნარ-ჩვევების ამაღლება და წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. სასწავლო პროცესში მსმენელები გაეცნობიან: წინასასამართლო საქმის მომზადებას, მსაჯულთა შერჩევის სხდომას, მოწმეთა დაკითხვას, შესავალს და დასკვნით სიტყვას.
ტრენინგს აშშ-ს ფედერალური პროკურორები, საქართველოში ამერიკის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში სტივენ ნეფი, სომხეთში ამერიკის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ჯონ ლულეჯიანი და აზერბაიჯანში ამერიკის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ჯეიმს ბენედეტო ატარებენ. ტრენინგი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს პროკურატურა დაინტერესებულია პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მუდმივად ზრუნავს პროკურატურის თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები