დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ანგარიში წარადგინა
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2013 წლის ანგარიში წარადგინა. სამეთვალყურეო საბჭოს პირველ სხდომაზე განხილული იყო სტრატეგიის განვითარების ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე საკითხები და სამოქმედო გეგმები. საბჭოს წევრებმა გაკოტრებული სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ძველ დავალიანებებზე იმსჯელეს. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საბჭო აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით, რათა შემუშავდეს ოპტიმალური გეგმა ძველი დავალიანებების სამართავად. სხდომაზე შეხვედრის სიხშირესა და ახალი წევრების დამატების საკითხზეც იმსჯელეს. ახლად შექმნილი სამსახურის უფროსმა ლაშა ნიკოლაძემ ანგარიში ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებსა და საბჭოს სხვა წევრებს წარუდგინა.