კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
კახეთში, სოფელ შიბლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არაინ დაშავებულებიც, რომლებიც საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.