91-ხმა არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტის თანხმობით, პროკურატურა სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართავს

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკანორ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოეხსნა. ამის შესახებ პლენარულ სხდომათა დარბაზში გახდა ცნობილი, სადაც დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხს კენჭი უყარეს. ამ გადაწყვეტილებას ხმა 91-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი არცერთი დეპუტატი   წასულა.
აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მაშინ დადგა, როდესაც გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის თანხმობა სთხოვა.
პლენარულ სხდომამდე, პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატების უმრავლესობამ  გენერალური პროკურატურის მიმართვას სასამართლოსთვის ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობაზე  თანხმობა განაცხადა. გადაწყვეტილებას ორივე კომიტეტიდან 15-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი წავიდა 4 დეპუტატი. კომიტეტების სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. როგორც საგამოძიებო უწყების მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაშია ნათქვამი, მან შეძლო, დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
ცნობისთვის, დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.
სხდომა ხვალ, 14:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები