თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქეები ემსხვერპლნენ

თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა. ავარია დილით, 03:45 საათზე დასახლება ფაზართან, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრის მოშორებით, ავტობანზე მოხდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები, ხულოს მცხოვრებლები არიან და თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. მძიმე მდგომარეობაში,  ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი ქალაქ რიზეს კლინიკაშია გადაყვანილი.

გარდაცვლილთაგან ერთის ცხედარი რიზეს ერდოღანის სახელობის კლინიკის, ხოლო მეორე დაბა ფაზარის პროზექტურაში არის მოთავსებული.
ადგილზე ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან. დაწყებულია გადმოსვენების პროცედურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები