თელავში 27 წლის ქალი დაჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 27 წლის ქალი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, ქალს ტყვია შემთხვევით მოხვდა და მისთვის დამიზნებით არ უსვრიათ.

დაჭრილს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები