თბილისში უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისში უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტებიდან, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
საშუალო ასაკის უცხოელი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ამჟამად, ის კლინიკის სასწრაფო გადაუდებელი განყოფილებაშია მოთავსებული და მას კვლევები უტარდება.
ცნობისათვის, მეტეხის ტაძრის ეზოში უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ტურისტი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო 2 თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად კონსტურქცია ჩამოიშალა. მომხდარის გამო, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი, დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები