„ნიკა მელია, შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მოხვდეს, რადგან ის იყო მომწოდებელი, რომ პარლამენტი შტურმით ყოფილიყო აღებული“

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე და საარჩევნო ბარიერის გაუქმებაზე დასაწყებ მოლაპარაკებებზე ესაუბრა.
მდინარაძის განცხადებით, ნიკა მელია შესაძლოა ამ მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მოხვდეს, რადგან, მისი თქმით, ის იყო მომწოდებელი შტურმით ყოფილიყო აღებული პარლამენტი“.
„ზუსტად ისე უნდა გაიგოთ როგორც ვამბობთ. პოლიტიკოსები, რომლებიც არიან დესტრუქციულები, გადიან კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებიდან, მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ დასხდებიან და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო თუ სხვა პოლიტიკური სუბიექტი ალბათ ასე უნდა მოქმედებდეს. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ იგულისხმოთ ნებისმიერი ვინც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას აკეთებს. კონკრეტულ პერსონებზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის, მაგრამ მე გავბედავ და ვიტყვი, რომ მაგალითად ნიკა მელია შესაძლოა ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვერ მოხვდეს, რადგან ის იყო მომწოდებელი შტურმით ყოფილიყო აღებული პარლამენტი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები