სოფელ სააკაძესთან ქორწილის ესკორტი ავარიაში მოყვა – ნეფე-პატარძალი საავადმყოფოში მოათავსეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძესთან ქორწილის ესკორტი ავარიაში მოყვა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ნეფე-პატარძალია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები