„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი: აქციის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი კორძახიას ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა.
მისი ინფორმაციით, კლინიკაში შესული 24 პაციენტიდან ქირურგიული ჩარევა ოთხ მათგანს დასჭირდა.
„ამ ეტაპისთვის, შემოსულია 24 პაციენტი ღამის საათებში. აქედან უკვე ოთხს ჩაუტარდა ოპერაცია, ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით.დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები”, – განაცხადა გიორგი კორძახიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები